Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

          როგორც ყველა წინა ტრენინგი,ასევე დღევანდელიც დაიწყო წინა მეცადინეობაზე ნასწავლის გამეორებით.გავიხსენეთ ის ,რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე უნდა განვსაზღვროთ მიზანი და შედეგი,რისი დადგენაც ხდება ეროვნული სასწავლო გეგმისა და 21 საუკენის უნარ ჩვევების და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით.
    გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს და გავიგეთ ის რომ შეფასება აუცილებელი და საჭიროა არა პროექტის ბოლოს,არამედ მსვლელობის განმავლობაში.უკეთესია გამოვიყენოთ განმავითარებელი  შეფასება მუშაობის პროცესში და პრეზენტაციის ბოლოს განმსაზღვრელი.ვიმუშავეთ ჩვენს გეგმაზე და გავნსაზღვრეთ ჩვენთვის საჭირო შეფასების ინსტრუმენტები. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა რაც გულისხმობდა შეფასებას , პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის დროს და პროექტზე მუშაობის დამთავრების დროს.
      გავეცანით  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას.power point-ში შევქმენით 6 სლაიდი და ჩვენი პროექტის გეგმა ავაწყეთ სლაიდებით.გავაფორმეთ და გადავგზავნეთ ჩვენს ელ.ფოსტაზე.

2 comments:

  1. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გაქვთ გამოყენებული.წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete
  2. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გაქვთ გამოყენებული.წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete